ტარიელ ნაკაიძე - მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში ტარიელ ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება.

ნაკაიძე დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

„წუხელ ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოსა და სატეხიაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მეწყერი, რომელმაც მოიყოლა საცხოვრებელი სახლი. სატეხიაში ადიდებულმა მდინარემ წაიღო მანქანა. სამწუხაროდ, დაკარგულია 6 ადამიანი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ. მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი უბედურებებისგან“, -აცხადებს ნაკაიძე.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა