ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ტაქტიკა - “მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ სხვები უარესები არიან“

ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ტაქტიკა - “მე შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ სხვები უარესები არიან”, - ამის შესახებ ვაკეში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, “ქართული ოცნება” პრეტენზიასაც კი არ გამოთქვამს, რომ რამეზე პაუსხისმგებლობა აიღოს.

„ოცნების“ გუშინდელი გამოსვლა იყო არა პროგრამის წარდგენა, არამედ მორიგი თავდასხმა ყველა სხვაზე, ოპონენტებზე. ამაში არის პრობლემა, რომ “ქართული ოცნება” პრეტენზიასაც კი არ გამოთქვამს, რომ რამე შესთავაზოს მოსახლეობას ან რამეზე პაუსხისმგებლობა აიღოს. იყო ლაპარაკი, რომ ეს იყო აყვავების 8 წელი მაშინ, როდესაც ადამიანებმა ზუსტად იციან, აყვავდნენ, დაკარგეს სამსახური, კარგად არიან თუ ცუდად. აბსოლუტური შეურაცხყოფაა ადამიანების, რომ ბიძინა ივანიშვილი უმტკიცებს - „თქვენ აყვავდით“, მაშინ, როდესაც ისინი თავის თავზე გრძნობენ, რომ ასე არ არის. არანაირ პერსპექტივაზე, რა როგორ შეიძლება გამოსწორდეს, საუბარი არ არის”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა