ელენე ხოშტარიას შეფასებით, კელი დეგნანის განცხადება მმართველმა გუნდმა “სერიოზულ გაფრთხილებად” უნდა მიიღოს

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში “ევროპული საქართველოს” კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლიტიკურ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, მმართველმა გუნდმა “სერიოზულ გაფრთხილებად” უნდა მიიღოს.

როგორც ის აღნიშნავს, წინასაარჩევნო გარემოს არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებაზე ექნება გავლენა.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ელჩები ადგილზე და ამერიკის ელჩი, არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობის დემონსტრირების გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად აფიქსირებენ ამ პოზიციებს და საბოლოოდ, ამ გარემოს ექნება გავლენა, რამდენად იქნებ აღიარებული ეს არჩევნები. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს აქვთ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება და ეს განცხადება “ქართულმა ოცნებამ” უნდა აღიქვას სერიოზულ გაფრთხილებად წინასაარჩევნო პერიოდში”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება. მან პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდა, თავიანთ ამომრჩევლებს მიაწვდინონ ხმა იმის შესახებ, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა