„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ერთად, პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ითქვა, რომ „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც მთლიანად ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და ნეოლიბერალური ღირებულებებისგან შორს დგას.

„დღეს ბევრი პარტია ცდილობს საზოგადოების გულის მოგებას. მათი ლიდერები ამტკიცებენ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა სამართალი მას შემდეგ გაახსენდათ, რაც წინა და არსებულ ხელისუფლებებთან ბიზნეს ინტერესები ვერ გაიყვეს და ვერც საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილეს. საინტერესოა, სად იყვნენ ეს ადამიანები მანამდე, როდესაც ჩვენ მევახშეობის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ასევე საინტერესოა, რატომ არ საუბრობდნენ მედიკამენტებზე ფასების დაკლებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობდით „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ამოქმედებას, რაც წარმატებით განვახორციელეთ კიდეც. ასევე საინტერესოა, სად იყვნენ ის პოლიტიკოსები, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებას უმწვავესად ვაკრიტიკებდით, ხოლო არსებულს, დღიდან მისი ქვეყნის სათავეში მოსვლისა, ოპოზოზიციაში ვუდგავართ“, - მიმართა დუისელ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.

მისივე თქმით, საქართველოში, წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური მასკარადი უნდა დასრულდეს და ეს დასასრულის დასაწყისი საქართველოს მოსახლეობამ უნდა განახორციელოს.

„ყველაზე დიდი ძალაუფლება ხალხს გააჩნია და მის გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ხვალ როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, იქნებით იმ ფარსის მაყურებელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობენ, თუ დავიწყებთ რეალური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ყოველი ჩვენგანის იმედი და სტიმული იქნება“,- განაცხადა კახა კუკავამ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე, სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა.

როგორც მაია წერეთელმა განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა, რომელსაც ხალხი - წინასაარჩევნოდ არ გახსენებია.

„პოლიტიკურ პარტიებს, მხოლოდ ახლა გაახსენდათ ხალხის დავალებების შესრულება, ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ადამიანების აზრი მოისმინონ, თუკი მათ, თავად ეს მხარდამჭერები დაუკავშირდებიან. რასაც ახლა სხვა პარტიები ცდილობენ, „თავისუფალი საქართველო“ ამას წლებია აკეთებს, ამიტომ ჩვენ უკეთესად ვიცით რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და რა იქნება მისთვის ეფექტური დახმარების საშუალება“,-აღნიშნა მაია წერეთელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას „თავისუფალი საქართველო“, უკვე საკანონმდებლო ორგანოდან მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა