ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მსუბუქ ავტომობილში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მისივე განცხადებით, სამძებრო სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლის, თუმცა სამუშაოები გრძელდება.
სამძებრო სამუშაობში 200-მდე მეხანძრე -მაშველია ჩართული.
თავის მხრივ, გეოლოგები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.