ბათუმში, კლინიკა „მედცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, რის გამოც პაციენტების ნაწილი პრევენციის მიზნით შენობიდან გაიყვანეს

ბათუმში, კლინიკა „მედცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, რის გამოც პაციენტების ნაწილი პრევენციის მიზნით შენობიდან გაიყვანეს.

როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში სპეციფიური სუნი იგრძნობოდა.

„კლინიკის მიმდებარედ დაზიანდა ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი. პაციენტების უსაფრთხოების მიზნით ისინი შენობიდან გაიყვანეს და რამდენიმე წუთში უკან დააბრუნეს. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები",- აცხადებენ კლინიკაში

კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისათვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო