მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მამა-შვილის ძებნა გრძელდება

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის - მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს