თავდაცვის ძალების სამხედროები „ჰაიქსის“ ზამთრის ფეხსაცმლით აღიჭურვნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრნენ.

„გერმანული კომპანია „ჰაიქსი“ მსოფლიო ბაზარზე ფეხსაცმელების მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც ცნობილია საიმედო, უმაღლესი ხარისხის და ინოვაციური პროდუქციით. ფეხსაცმელი არის წყალგამძლე და ჰაერგამტარი. გარდა ამისა, „ჰაიქსის“ სამხედრო ფეხსაცმელი კომფორტულია რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად და გააჩნია მოცურებისგან დამცავი ძირი. „ჰაიქსის“ ფეხსაცმლით მარაგდება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების როგორც შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების ძალები და პოლიცია, ასევე სამაშველო ქვედანაყოფები. თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა