ტარიელ ნაკაიძე - იმაზე უკეთ ვერავინ განახორციელებს მონიტორინგს ვიდრე ის მოსახლეობა, რომლის საკეთილდღეოდაც კეთდება ესა თუ ის პროექტი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ხულოს რაიონში, სოფელი ღორჯომის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად მთიან აჭარაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფასტრუქტურული პრობლემებია.

როგორც ნაკაიძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ გეგმით, ყოველ ქალაქს და სოფელს ექნება მეტი თვითმმართველობა, რითაც ადამიანები თვითონ განსჯიან, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული.

„ადგილობრივი თემი უნდა გაძლიერდეს, მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენაში მათივე საჭოროებებიდან გამომდინარე. ბიუჯეტის ხარჯვა უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ზედამხედველობით, ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტის მიმდინარეობისას მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი მონიტორინგის განხორციელებისა, რადგანაც იმაზე უკეთესად ვერავინ განახორციელებს მონიტორინგს ვიდრე ის მოსახლეობა, რომლის საკეთილდღეოდაც კეთდება ესა თუ ის პროექტი“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და დასძინა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოუტანს ამ ადამიანებს გარდამტეხ ცვლილებებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა