ლევან რატიანი - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად შეესაბამება სტანდარტებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად შეესაბამება სტანდარტებს, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდის მართვის პოლიტიკას გაეცნენ და განაცხადეს, რომ ყველა პროცედურა პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არის, რომ გვენახა და მონიტორინგი გვეწარმოებია, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში.

პირველ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავით, სადაც ვნახეთ ყველა მატერიალური ტექნიკური ბაზა, რომელიც მათ გააჩნიათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღნიშნული კლინიკა შეესაბამება სტანდარტს და აღნიშნულ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა და დიაგნოსტიკის კრიტერიუმები არის პროტოკოლზე დამყარებული.

იმედია, რომ ამ პრობლემას ყველა ერთად დავძლევთ და გადავლახავთ, რომ კოვიდის გარეშე გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 100-ზე მეტი პირი არის მოთავსებული, მათ შორის 24 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს