„თბილისი ენერჯი“- სრულიად ახალი გაზმომარაგების ქსელის მონტაჟი დასრულდა

დიდუბის რაიონში ახალი უსაფრთხო გაზმომარაგების ქსელის მონტაჟი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, ახალ ქსელზე გადართვის მიზეზის გამო, აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

„მეტი უსაფრთხოებისთვის აბონენტები უნდა გადავრთოთ სრულიად ახალ ქსელზე, რისთვისაც 5 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს ,,კედიას 10"-ს, შპს ,,GD GROUP"-ს და ,,ალისფერი აფრები"-ს საცხოვრებელი კორპუსების, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის, სოხუმის ქ. 4-6ა, 7, 7ა, 8, ბაქრაძის ქ. 4, 6ა, ვანის ქ. 4, 7, არჩილ კერესელიძის ქ. 1, 2, 3, 5, ფოთის ქ. 12/14, ვ. ბაგრატიონის ქ. 53, დიდუბის II შეს. 3 (დიდუბის II შეს. 20), 14 (წერეთლის გამზ. 66), 19ბ (წერეთლის გამზ. 70), 20, წერეთლის 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, წერეთლის გამზ. 57, 58, 59, 61, 63, 64, 65-1, 63-1, 63-2, 67, 69, 71, 70, 72, 73, 74, 76, 77, 77ა, 77ბ, 87ა, 87ბ, 87ზ, 89, ევდოშვილის ქ. 2-ში შპს ,,კარკასი"-ს, 2/10-1, 2/10-2, 2/10-3, 2/10-4, 2/10-5, 2/10-6, 2/10-7, 2/10-8, 3, 12, 18, 14, 18, 20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გორისა და ძმ. ფიფიების (ყოფ. გორონინის) ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აგრეთვე შეუწყდება წერეთლის გამზ. 67-ში – სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს", წერეთლის გამზ. 77-ში – ბაგა–ბაღი # 207-ს, შპს "ორიონს", ცაბაძის ქ. 8-ში – შპს ,,კოლხა"-ს, ბაქრაძის ქ. 6-ში – შპს "საზოგადოებრივი კოლეჯი "კავკასიონს", ვ. ბაგრატიონის ქ. 58-ში - # 100 საჯარო სკოლას, კედიას ქუჩაზე სს ,,სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას", შპს ,,იმედი 999", შპს "ვეგა", შპს "საუნჯეს" – სკოლა, შპს "თეგეტა მოტორს", კედიას ქ. 7-ში მდებარე ქ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებელს, კედიას ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ჯ-ი"-ს (ყოფილი ,,წითელი ჯვარი"), შპს "შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მქონე რეაბილიტაციის ცენტრს", თევდორე მღვდლის ქ. 53-ში – კომპანია ,,ლუქსი 2004"-ს, გორის ქ. 1-ში – შპს ,,დესთინეიშენ ჯორჯიას" და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

გაცნობებთ, რომ „თბილისი ენერჯი“ ოპერატიულად ახორციელებს ახალ თანამედროვე გაზმომარაგების ქსელზე გადართვის სამუშაოებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება სამშაბათს - 6 ოქტომბრის 11.00 სთ-დან და დასრულდება 22.00 სთ-მდე. კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვმუშაობთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, რომ ზამთარი მშვიდად და თბილად გაატაროთ საკუთარ ოჯახებში.

გაზის უსაფრთხო მოხმარების წესების გასაცნობად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს www.te.ge . გაზის გაჟონვის შემთხვევაში დარეკეთ სწრაფი რეაგირების ნომერზე 114“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა