თამარ გაბუნია - ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა - რაც კეთდება თბილისში, ის უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც და სხვაგან

ბათუმში, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტთა ჯგუფი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და პირადად გაეცნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტთა მართვას.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, მთავარი გამოწვევა კრიტიკულად მყოფი პაციენტების მართვაა.

„ბათუმში, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტების ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ და პაციენტების მართვით პროცესს გაეცნენ, გაიცა რეკომენდაციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართვის პროცესი გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე იყო, სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. სახელმწიფოს აქვს გაიდლაინი და პერსონალი საკმარისია და კარგად მომზადებულია.

ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა. როგორც მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მატერიალური ბაზა საკმაოდ ახალია და დიდი შესაძლებლობების, იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ კლინიკურმა პაციენტმა სათანადო მომსახურება მიიღოს. სწორედ სტანდარტიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ის, რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც და სხვაგან, ერთიანი სტანდარტი უნდა გვქონდეს და თანაბარი ხარისხი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს