ნიჟნი ნოვგოროდში ჟურნალისტმა თავი დაიწვა. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ნიჟნი ნოვგოროდში ნავალნის შტაბი იუწყება.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის სამმართველოსთან მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივი გამოცემის Koza Press -ის მთავარი რედაქტორი ირინა სლავინაა.
არსებული ინფორმაციით, გუშინ მასთან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.
წინა დღით მან „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა: „ჩემ სიკვდილში გთხოვთ დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია“.