აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული პირი კოვიდ სასტუმროშია გადაყვანილი.

როგორც არხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათი თანამშრომელი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.

„კორონავირუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამჟამად ის კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი და დაკვირვების ქვეშ არის. ცნობილია მისი ინფიცირების წყაროც, ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა“, - აცხადებს არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე.

რაც შეეხება სხვა თანამშრომლებთან კონტაქტს, ფირუზ ბოლქვაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებელი მუშაობს საგანგებო რეჟიმში და თანამშრომლები სამსახურში მონაცვლეობით ცხადდებიან, ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში 25 სექტემბრის შემდეგ არ იმყოფებოდა.

„თუმცა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნების მიზნით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მაინც გატარდება. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ახალი ამბების სამსახურის თანამშრომელია, თუმცა არც ჟურნალისტი და არც ოპერატორი არ არის",- აცხადებს ფირუზ ბოლქვაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს