მადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება

მადრიდსა და მის ირგვლივ მდებარე 9 ქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე შაბათ-კვირიდან მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექნებათ, ბარები და რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ, ნებისმიერ გარემოში კი 6-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება.

აღნიშნული შეზღუდვები ესპანეთის ფედერალური მთავრობის მოთხოვნით დაწესდა. დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება კი მათი დაწესების წინააღმდეგი იყო. მადრიდის იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ახალი შეზღუდვები მადრიდის ეკონომიკას 8 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ნაწილობრივი კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღო. BBC-ი წერს, რომ მადრიდის ერთ-ერთ უდიდეს საავადმყოფოში, 12 de Octubre-ში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ახალი პაციენტები ყოველ საათში მიჰყავთ. მადრიდის ბევრი საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებები კი კოვიდ 19-ით დაინფიცირებული პაციენტებით კვლავ გადავსებულია.

ესპანეთში, ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. გუშინ ქვეყანაში კოვიდ 19-ი კიდევ 11 325 ადამიანს დაუდასტურდა და 113 ადამიანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა