სამინისტრო განმარტავს, რომ მაღალ კლასებში სწავლის 29 დეკემბრამდე სრულად დისტანციურად გაგრძელების საკითხზე განათლების მინისტრის ბრძანებაში თარიღის დაფიქსირება პირობითია

მაღალ კლასებში სწავლის 29 დეკემბრამდე სრულად დისტანციურად გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებაში თარიღის დაფიქსირება პირობითია.

განათლების სამინისტროს განმარტებით, ბრძანებაში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის კლასებში სწავლის დაწყების თარიღი 29 დეკემბერი პირობითად ჩაიწერა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედოს.

ცნობისთვის, ბრძანებაში, რომელიც განათლების მინისტრმა გამოსცა, აღნიშნულია, რომ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში მაღალ კლასებში სწავლება 29 დეკემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. რაც შეეხება VII-XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა