15 ოქტომბრიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს გეგმურ-ქირურგიული მომსახურების მიღებამდე უფასო PCR ტესტები ჩაუტარდებათ

კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს დამატებით ბენეფიტს სთავაზობს და გეგმური ქირურგიული სერვისის მიღებამდე მათ უფასო PCR ტესტებით უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტლის მორიგ ბენეფიტს წარმოადგენს და პაციენტებისთვის დამატებითი ხარჯების შემცირებას ემსახურება. „კავკასიის მედიცინის ცენტრში გეგმური სამედიცინო პროცედურების წინ PCR ტესტის მასალის აღება სრულიად უფასოდ 15 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. კავკასიის მედიცინის ცენტრი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ქმნის სრულიად უსაფრთხო გარემოს პაციენტებისთვის. სამედიცინო ცენტრი მხოლოდ არაინფიცირებულ პირებს ემსახურება. გეგმიურ და ურგენტულ პაციენტებს კი ჰოსპიტალიზაციამდე დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო კვლევები უტარდებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს