მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მოითხოვენ “ქართული ოცნების” ყველა იმ აქტივისტის დაკავებას, ვინც მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის თქმით, იმ ორი ადამიანის დაკავება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, საკმარისი არაა.

“მთელმა ქვეყანამ იხილა ის ძალადობრივი აქტი, რომელიც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ” და მარნეულის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ასევე “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. ეს ყველაფერი დააორგანიზა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ აბსოლუტურად ყველა პირი, ორგანიზატორიდან უშუალოდ შემსრულებლამდე იყოს დაკავებული”,- განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს მარნეულში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ამასთან, სამართალდამცავებმა მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა