აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მოზარდის მოძებნა დროულად მოხდეს

რთული რელიეფიდან გამომდინარე მეწყერსაშიში ზონაა და შესაბამისად რთულია სამუშაოები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სოფელ ჯოჭოში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად სამძებრო სამუშაოები მეორე ლოკაციაზეც მიმდინარეობს, სადაც 61 წლის მამაკაცი მდინარეში გაუჩინარდა.

"მთელი ღამის განმავლობაში ჯგუფები აქტიურად მუშაობდა და ამ ეტაპზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს მოზარდის მოძებნა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, მეწყერსაშიში ზონაა და რთული სამუშაოა.

რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ასევე დაკარგულ მოქალაქეს ვეძებთ , აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს",- აცხადებეს კონსტანტინე ანანიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ დამეწყრილ ტერორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცია გაუჩინარებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს