ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას

მარნეულის მერის და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის განცხადებით, სიცრუეა, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

"თუ არსებობს ფაქტები, მიმართონ შესაბამის უწყებებს, როგორც ნახეთ, სამართლიანი გამოძიება მიმდინარეობს.

ამირან გიორგაძე არის შტაბის უფროსი. ახალი სტილი აქვთ, ყველაფერს აორგანიზებენ ჩვენი შტაბის წინ. გიორგაძე იმყოფებოდა შტაბში და ჩხუბის დროს გამოვიდა გარეთ.

სრული სიცრუეა, ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას. "ნაცმოძრაობა" ცდილობს პრობლემა შეუქმნას, რადგან მას კარგი ავტორიტეტი აქვს მოსახლეობაში", - განაცხადა დარგალმა.

როგორც ის აღნიშნავს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი იყო.

“ეს იყო "ნაცმოძრაობის" უმძიმესი პროვოკაციის შედეგი, რომ დღეს ჩვენი ორი მხადამჭერია დაკავებული, თუმცა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.

დღეს ასევე დაკავებული თემურ შუბითიძის ძმა, რომელიც იმ საღამოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა და ის, რომ მეორე დღეს, როდესაც მოხდა თემურ შუბითიძის ცემა, მიუთითებს, რომ ეს იყო შურისძიება.

ჩვენ არ გვაწყობს ძალადობა. ვგმობთ ძალადობას და ყველაფერი კეთდება, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, თუმცა "ნაცმოძრაობა" არ ჩერდება, აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს, ყველა ჩვენი აქტივისტი გაფრთხილებულია, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეს და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნებში",- განაცხადა დარგალმა.

ცნობისთვის, მარნეულში 29 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დღეს "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი დააკავეს.

ამას გარდა, შეგასენებთ, რომ დაპირისპირების ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს