დავით ბაქრაძის შეფასებით, დღეს ვართ ქვეყანა, სადაც მთავრობა,  მინისტრები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ხალხი კი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს საქართველო მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანაა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხოლო ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება. აღნიშნულით ბაქრაძე სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ პროექტს გამოეხმაურა.

როგორც მან განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირებას გულისხმობს, აღნიშნულ პრობლემას აღმოფხვრის და ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

”დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც მთავრობა, ჩინოვნიკები, მინისტრები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო ხალხი არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. წარმოდგენილი ბიუჯეტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ასე აპირებს გააგრძელოს ქვეყნის მართვა მომავალ წლებში, ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ამ არჩევნებზე ხალხს, გახლავთ სწორედ ამის შეცვლა, ნაკლები კეთილდღეობა და ფული მთავრობას და მეტი კეთილდღეობა და ფული ხალხს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებით 2 მლრდ. ლარით უნდა შემცირდეს მთავრობის, ჩინოვნიკების, მინისტრების ხარჯი და ამ 2 მილიარდით გაორმაგდეს პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარებები. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რამაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ამ არჩევნებმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა