გიგა ბოკერია - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო“,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, უსაფრთხოების საბჭოს სხდომას და საქართველოს მთავრობის პოზიციას ყარბაღის კონფლიქტის მიმართ.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეასრულებს ვერანაირ როლს კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მას დაკარგული აქვს რეპუტაცია.

„პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვთ ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს ასეთ დაძაბულ დროს. რაც არ უნდა თქვან, ეს არის საქართველოს პრობლემა.

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო. ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს. ეს განცხადებაც დაგვიანებულია.

ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად უკვე მოყვა მსხვერპლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა