მამუკა ხაზარაძე - გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ და ინოვაციურ ცენტრად

გვინდა, რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო, ერთი ადამიანიც კი უნდა იყოს ქვეყნის ზრუნვის ეპიცენტრში,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, არასდროს საქართველოში არავის ადამიანზე არ უფიქრია.

„გვინდა, რომ საქართველო ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ და ინოვაციურ ცენტრად. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არის საშუალო ფენა, იმიტომ, რომ ეს არის ის კატეგორია ადამიანის, რომელიც არ მიდის კომპრომისზე, რომელიც უფრთხილდება თავის ქონებას, იცავს კანონს, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდით და, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია მშვიდობითა და სტაბილურობით. შესაბამისად, როგორც კი ეს ფენა ჩნდება, ნებისმიერ ქვეყანაში იწყება სტაბილურობა და უკვე ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს ხანში და ჩვენი გეგმით, ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია 4 წელიწადში, 600 ათასი ადამიანი შევიყვანოთ იმ კატეგორიაში, რომელიც თვეში მიიღებს 300 ათას ლარს შემოსავალს და ამ პერიოდში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა გავაორმაგოთ,“- განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ლელო“ 4 წელში ყველა სტრატეგიული პროექტის განხორციელებას დაასრულებს.

„ დავაჩქარებთ პროექტების განხორციელებას იმიტომ, რომ მაგალითისთვის გეტყვით, 8 წელიწადში დააგეს მხოლოდ 60 კილომეტრი მაგისტრალი, როცა ჩინელები აშენებენ ძირითადად და ჩინელები თავის ქვეყანაში წელიწადში 6 ათას კილომეტრამდე გზას აშენებენ ანუ რაღაცაშია საქმე, ეს არ არის, რომ ფული არ გვაქვს და ვერ აშენებენ. ფული გვაქვს, დაფინანსებულია ბიუჯეტი საერთაშორისო ფინანსებით, მაგრამ 60 კილომეტრზე მეტი გზა ვერ გააკეთეს. ჩვენ 4 წელიწადში დავასრულებთ ყველა ძირითადად გზასა და ავტომაგისტრალს, რკინიგზის სრულ მოდერნიზაციას დავასრულებთ. ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია მოხდება და, რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მორჩება ამ პერიოდში,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა