მარინა ეზუგბაია - ამ მძიმე პერიოდში, მოქალაქეებისთვის  მიწოდებული ინფორმაციით ყოველთვის ვცდილობ, სიფხიზლე არ მოვუდუნო, მაგრამ გარკვეულწილად დავაწყნარო

თბილისელობა ჩემთვის, ისედაც პასუხისმგებლობა იყო, იმიტომ რომ დავიბადე ჩემს ქალაქში, მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა ის წარმატებული იყოს,- ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას „საპატიო თბილისელის“ წოდება მიენიჭა.

ეზუგბაიას თქმით, მას უკვე დიდი ხანია, რაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს, რა დროსაც მათ კოვიდინფექციასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციით, თან აფრთხილებს და თან ამშვიდებს.

„ დღევანდელი ეს ჩემი საჩუქარი, რასაც ჰქვია „საპატიო თბილისელის“ წოდება, ჩემთვის არის უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ვაცნობიერებ. უკვე რამდენი ხანია, იცით, რომ მე, თქვენ და მოქალაქეებს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ეს ურთიერთობა არის ჩემი ქალაქის სიყვარული, ჩემი მოსახლეობის, მოქალაქეების სიყვარული, რომ აი ამ მძიმე პერიოდში, მე მათთვის მიწოდებული ინფორმაციით ყოველთვის ვცდილობ, სიფხიზლე არ მოვუდუნო, მაგრამ გარკვეულწილად დავაწყნარო. ეს რაღაც დაბალანსებული ურთიერთობა მე და ჩემს მოქალაქეებს რაღაცნაირად გამოგვდის. ახლა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მიყვარხართ ყველა, მინდა, რომ წარმატებული იყოს ქვეყანა და ჩვენი ქალაქი განსაკუთრებით,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა, რათა მატება კვლავ ზომიერი იყოს და სამედიცინო სექტორს მუშაობა არ გაუჭირდეს.

„ყველასთვის ცხადია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დაავადების რაოდნებრივი მატება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, არსებული რეგულაციის სრულად გამოყენებით, ზომიერი იყოს ეს მატება, თუნდაც ეს მომატებული რაოდენობა კვლავ ზომიერად კონტროლირებადი გავხადოთ. ეს იმისთის არის საჭირო, რომ თავისუფლად, წყანარად ვიმუშავოთ სამედიცინო სექტორმა, რომ არ შეგვქმნას პრობლემა, მათ შორის, არც საწოლფონდის, არც ექიმთა მომსახურებობის მხრივ. ამიტომ მოგიწოდებთ, დავიცვათ რეგულაციები,“- განაცხადა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა