საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ბრიფინგს გამართავს. უწყების ცნობით, ბრიფინგი 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული.
ბრიფინგის თემა წინასაარჩევნოდ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ 4 პირის დაკავება იქნება.
სავარაუდოდ, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავა.