ადვოკატის განცხადებით, მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

"გამოძიება არის პოლიტიზირებული, "ქართული ოცნება" ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს",- აღნიშნა მან.

ლაშა ქველაძე დღეს მარნეულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დაკავება სწორედ აღნიშნულის შემდეგ მოხდა.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირებას.

ცნობისთვის, 15:00 საათზე, შსს-ში ბრიფინგი გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, ბრიფინგის თემა წინასაარჩევნოდ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ 4 პირის დაკავება იქნება.

დამატებითი დეტალები სწორედ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა