ვლადიმერ ბორცვაძე - მარნეულში ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბორვაძემ მედიის კითხვებს 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მყისიერი იქნება.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებულია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში და დაველოდოთ. მას შემდგომ რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა