„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ნაძალადევში მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება საგანგაშოა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს იმის საშუალება, რომ ქვეყანა ამ კატასროფული მდგომარეობიდან გამოვიდეს, - ასე მიმართა დღეს ნაძალადევის რაიონში შეკრებილ მხარდამჭერებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ახლა ყველაფერი თავად ხალხზეა დამოკიდებული.

„საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაპირობებს, თუ როგორი იქნება საქართველოში მომდევნო ოთხი წელიწადი. შეგიძლიათ პოლიტიკური არსებობა გაუხანგძლივოთ ნეოლიბერალურ ძალებს და ასევე თქვენ შეგიძლიათ მათი პოლიტიკური დასრულება. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოება 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს და „მოქალაქეთა კავშირის“ თითქმის ოცდაათ წლიან მმართველობას სათანადო განაჩენს გამოუტანს. მას შემდეგ რაც ეროვნული ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური გზით დაემხო, ქვეყანას კვლავ შევარდნაძის პოლიტიკური კლანი მართავს. „მოქალაქეთა კავშირი“ - „ნაციონალურ მოძრაობად“ გარდაიქმნა, ეს უკანასკნელი კი, „ქართულ ოცნებად“. ახლა ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, სინამდვილეში კი, ერთმანეთს აძლიერებენ და ამ ქმედებით დღემდე ძალადობენ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე“,- განაცხადა კახა კუკავამ.

მოგვიანებით, „თავისუფალი საქართველოს“ მხარდამჭერებს ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიმართა.

როგორც გია ყრუაშვილმა აღნიშნა, ახლაც ძალაშია ის ანტისახალხო პოლიტიკა, რომელსაც თავის დროზე „ნაციონალები“ ახორციელებდნენ, დღეს კი „ქართული ოცნება“ განაგრძობს მათ პოლიტიკურ მემკვიდრეობას.

„ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მთავარი იდეოლოგები იყვნენ, დღეს აღმოაჩინეს, რომ მათი ადრინდელი ლიდერი, თურმე ნაძირალა და არაკაცი ყოფილა. ეს ისევ და ისევ „ევროპული საქართველოს“ ლიდერთა სიტყვებია, არა და ჩვენ ჯერ კიდევ 2004 წელს ვამბობდით, რომ სააკაშვილი რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნა დაუშვებელი და სახიფათო იყო საქართველოსთვის.

ანალოგიური შეფასება ისმის ივანიშვილის მიმართაც. „ქართული ოცნებიდან“ – „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაპორტირებული პოლიტიკოსების ეპითეტებს ივანიშვილის მიმართ, ახლა აღარ გავიმეორებ, თუმცა ფაქტია, რომ „თავისუფალი საქართველო“ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებდა და დღემდე მის ოპოზიციაში რჩება“, - განაცხადა გია ყრუაშვილმა.

დღესვე, მაჟორიტარმა კანდიდატმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დააინიცირებს.

,,თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოში შევიტანნოთ ის ძირითადი კანონპროექტები, რომელიც საზოგადოების კეთილდეობაზე იქნება ორიენტირებული და მათ კაბალური მდგომარეობიდან დაიხსნის.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის დონეზე უნდა ამოქმედდეს „იაფი მედიკამენტების“ პროგრამა, რომელიც ადამიანებს იაფი მკურნალობის საშუალებას მისცემს. ასევე უნდა შეწყდეს ბანკების მხრიდან ადამიანების გამოსახლება, ხოლო ქართული მრეწველობას უნდა განვითარდეს და უცხოური კომპანიების მხრიდან არ უნდა იყოს შეზღუდული“,- განაცხადა გია ყრუაშვილმა.

ინფორმაციას ,,თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო