პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შემახე ამინისტია“ აქციას მართავს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შემახე ამნისტია“ აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე საყოველთაო ამნისტიის დამტკიცებაა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალექსანდრე კობაიძის განაცხადებით, აქციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამნისტიის გამოცემას არჩევნების შემდეგ დაჰპირდა, თუმცა მათ ამ დანაპირების არ სჯერათ.

"დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება პერმანენტული აქციები. ამ აქციების მთავარი აზრია, რომ საკანონმდებლო ორგანომ არჩევნებამდე გამოსცეს ამნისტია. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გარკვეული შეხვედრები უკვე შედგა, მაგალითად, არჩილ თალაკვაძე შეხვდა მოშიმშილე დედებს, თუმცა ის დაპირდა ამნისტიის მიღებას ახალი არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ გვჯერა ამ დანაპირების. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსები არიან ორიენტირებულები, რომ ხმა მისცენ ამომრჩევლებმა და შემდეგ ყველაფერს გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მიიღონ საყოველთაო ამინისტია, რომელიც ეხება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებს. ჩვენ პრიცნიპულები ვართ და ვიბრძოლებთ , ვიდრე ამინისტია არ იქნება დამტკიცებული“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა