ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს, ჩვენი დროშა ოკუპირებულ ტერიტორიებზეა აღმართული

ფაშინიანი ყოველ დღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველ დღე! მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია.

„არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ დაუჩოქია. მას რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რა თქმა უნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცხყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით?! ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასდროს შეეგუება.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი შუშაში ცეკვავს და ფიქრობს, რომ ჩვენ ამას შევეგუებით? ცდებიან, ამას არასდროს შევეგუებით,“- აღნიშნა ალიევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა