ილჰამ ალიევი - ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში  ჩაიხედონ

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

„გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა