ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი მარაგია  და ჯერჯერობით დეფიციტი არ შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი მარაგია შეძენილი და ჯერჯერობით დეფიციტი არ შეინიშნება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტების შეძენა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„PCR ტესტების მარაგი ქვეყანაში შეძენილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ჩვენს მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია, ასევე საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებსაც ტესტირება უტარდებათ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ, როგორც ნეგატიურ რიცხვებს, ვინაიდან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ტესტირებას ვატარებთ. ჩვენი მიზანია სწორედ ის, რომ გამოვლენა მაღალი გვქონდეს და არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ დარჩეს, როგორც რისკის მატარებელი საზოგადოებაში და შესაბამისად, ინფექციის გამავრცელებელი, ასევე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა