ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო დაახლოებით 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვაქცინა შეძენილია. ჩვენ კიდევ ვზრუნავთ იმაზე, რომ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შევიძინოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმისა, რომ ისინი აცრილები იყვნენ. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი ქალაქში იქნება და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ. საერთო ჯამში ჩვენ 250 ათასზე მეტ ვაქცინას შევიძენთ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა