ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას STOP COVID აპლიკაციით სარგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას STOP COVID აპლიკაციით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადამიანურ რესურსებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებიც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის დროული იდენტიფიცირება და ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა.

„ზაფხულის თვეებში შევიძინეთ ავსტრიული აპლიკაცია, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა კორეაში და სინგაპურში. მათი წარმატება იყო ძალიან მნიშნველოვანი, დღეს ევროპის არაერთი ქვეყანა გამოიყენებს ამ აპლიკაციას. ადამიანური რესურსი არ არის შეუზღუდავი და მას გარკვეული დაზოგვა სჭირდება. მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, როდესაც ისინი ზაფულში აქტიურად ჩაერთვნენ აპლიკაციის ჩამოტვირთვაში Stop.Cov-ით, ჩამოტვირთა 217 000-მა მოქალაქემ და 13 000-ზე მეტმა ადამიანმა გააგზავნა შეტყობინება, საიდანაც 27 ინფიცირებული ადამიანი იყო აღმოჩენილი ჩვენი მხრიდან. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, თუ უფრო მეტად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და ადამიანურ რესურსებთან ერთად შევძლებთ და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის დროული იდენტიფიცირება და ინფექციის ჯაჭვის დროული გაწყვეტა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა