„თიბისის“ მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

„თიბისის“ მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერმა არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა გადაწყვიტა.

მათი ინფორმაციით, ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია.

„თიბისის“ ცნობით, პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში რეალიზაცია შემცირდა.

„იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს. თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს,“ - ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე.

მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა