სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის საკარანტინო სივრცე მოეწყო

ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ახალდაკავებული ბრალდებულებისთვის საკარანტინო სივრცე კვლავ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“სპეციალური პენიტენციური დაწესებულეიდან აცნობეს, მოცემულ სივრცეში თავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში არიან დაკავებულები, სადაც ეპიდსიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა.

ამასთან, მათივე ცნობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან ის ბრალდებულები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან ეპიდანამნეზი აქვთ.

„პატიმრები საკარანტინო სივრცეში 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნებიან გადაყვანილები ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში (N8 - გლდანის, N2 - ქუთაისი, N5 - ქალთა), სადაც ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება ხდება. ასეთი პატიმრების განთავსება ხდება დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო ვადის გასვლის და ვირუსზე ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის შემდეგ ხდება მათი შერევა დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან. აღსანიშნავია, რომ გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შექმნილ საკარანტინო სივრცეშიც შეზღუდულია ადგილები, რის გამოც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ამ სივრციდან პატიმრების გარკვეული რაოდენობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ეპიდსიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 მარტიდან ე.წ. მიმღები ციხეები არ იღებენ საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ახალდაკავებულ ბრალდებულებს და თავიდან ხდებოდა მათი მოთავსება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე იყო შექმნილი. მოგვიანებით, 30 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცე მოეწყო ყოფილი N9 (ე.წ. მატროსოვის) დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელიც 1-ლი მაისიდან გაუქმდა. 30 მაისიდან სწორედ ამ სივრცეში ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების მოთავსება, თუმცა ამ ეტაპზე, გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული სივრცე საკმარისი აღარ არის და ამიტომ კვლავ საჭირო გახდა დამატებით საკარანტინო სივრცის მოწყობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა