კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მოსკოვში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო მოსკოვის სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ბასიუკმა განაცხადა, რომ დისტანციურ რეჟიმზე დედაქალაქის სკოლების გარდა, ულიანოვსკისა და სახალინის ოლქების სკოლებიც გადადიან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, დღეიდან დედაქალაქის სკოლებში ორკვირიანი არდადაგები დაიწყო.

სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არდადაგების დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბრიდან გადავლენ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში