საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.

„კერძოდ, გერმანიაში (1,747.4 ტონა), იტალიაში (922.1 ტონა), ჩეხეთში (338 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (160.7 ტონა), საფრანგეთში (147 ტონა), საბერძნეთში (74.7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა) და ესტონეთში (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (325.7 ტონა), ბულგარეთი (154.2 ტონა), ბელარუსი (124 ტონა), უკრაინა (94.4 ტონა), ბრაზილია (88 ტონა), მექსიკა (53 ტონა), კანადა (45 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა) და აშშ-ი (19 ტონა).

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა