„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორში ვენახი გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს და სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით გორში, სოფელ ტყვიავში ვენახი გაშენდა და სარწყავ-საირიგაციო სისტემა წვეთოვანი გაყვანილობით აღიჭურვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანია „ალექსანდრე ვენახმა“ 14.7 ჰა-ს ტერიტორიაზე, 50 000 ძირი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში - „შავკაპიტო“ 12.3 ჰა- ზე გააშენა, ამჟამად ვაზის ზრდის პროცესი მიმდინარეობს, 2021 წელს კი პირველი რთველი გაიმართება. მეწარმე სამომავლოდ როგორც ბოთლის, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავს. მოსავლის აღების პირველივე წელს 50 000 ცალი ბოთლის ღვინის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი. კომპანია წარმოებული ღვინის 90%-ის რეალიზაციას ექსპორტზე, კერძოდ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 600,000 ლარს შეადგენს. ვენახის გაშენებისთვის საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 75,000 ლარს შადგენს. ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დასაქმებულია 15-20 ადამიანი. პროექტის ფარგლებში კი ჯამურად 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა