ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, „გატეხილი სახელი ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს"

ივანიშვილი ვერცერთ თბილისელს ვერ გამოუსწორებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობას და საშინელ ყოფას იმით, რომ იპოდრომი გადასცა თბილისის მერიას, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობას.

გოგორიშვილის თქმით, იპოდრომის გადაცემა თბილისის მერიისთვის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ხელისუფლებამ ნახა, რომ თბილისში მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია.

„ყველას კარგად გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამწარებული ბიძინა ივანიშვილის სახე და 600 000 ადამიანისათვის ვალების ჩამოწერის დაპირება, რომელიც რა თქმა უნდა, არ შესრულდა, ისევე როგორც ყველა სხვა დაპირება და ჰაერში გამოკიდებული დარჩა. ზუსტად ასევე ხდება ახლა. მათ ნახეს რეიტინგები, ნახეს, რომ განსაკუთრებით უჭირს „ქართულ ოცნებას“ თბილისში და სასწრაფოდ დაიწყეს რაღაცის ფიქრი, როგორ „ასიამოვნონ“ თბილისელებს და ეს ნაბიჯი სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს.

რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა, რომ ეს უბრალოდ კერძო საკუთრება იყო და ასე გადაწყვიტა კომპანიამ, ის რომ კომპანიის დღის წესრიგი პირდაპირ საარჩევნო დღის წესრიგს აჯდება, ეს ნიშნავს, რომ საარჩევნოდ გულების მოსყიდვის თემაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს პირდაპირ წერია საარჩევნო კოდექსში, ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება. ფაქტი ერთია, „ქართული ოცნება“ ამას წინასაარჩევნოდ აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს გატეხილი სახელი.

თუმცა, ივანიშვილი ვერცერთ თბილისელს ვერ გამოუსწორებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობას და საშინელ ყოფას იმით, რომ იპოდრომი გადასცა თბილისის მერიას“, - აცხადებს გოგორიშვილი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა