ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

16-18 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი ასევე უმასპინძლებს ნორჩ ქართველ ტალანტებს. ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების მხარდასაჭერად, დაგეგმილია მოსმენა და მასტერკლასები. ბათუმში დაგეგმილ კონცერტებს მაყურებელი ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირი ეთერით იხილავს.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც მეოთხედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი განსაკუთრებული ღირებულებებისა და მუსიკალური განათლების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.

ფესტივალი იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო