დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის პერიოდში, საქართველოში სიკვდილიანობის დაბალი ნიშნულია შენარჩუნებული

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პერიოდის განმავლობაში, საქართველოში სიკვდილიანობის დაბალი ნიშნულია შენარჩუნებული.

როგორც ანგარიშშია მითითებული, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების 62,5% შავი ზღვისპირა საკურორტო რეგიონს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავია.

«საქართველოში პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს იყო რეგისტრირებული. 30 სექტემბრის მდგომარეობით, COVID-19 დაუდასტურდა 6 640 ადამიანს, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე -178.6 (95% CI 174.4-182.9).

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების ზრდის ტემპი არაერთგვაროვანი იყო - პირველ ეტაპზე შემთხვევების რაოდენობა 1000-მდე გაზრდას 139 დღე დასჭირდა, ათასიდან 2 ათასამდე ზრდას დასჭირდა 60 დღე. შემდგომი ზრდის ტენდენცია მკვეთრად დაჩქარდა - 2 ათასიდან 3 ათასამდე ზრდა მოხდა 7 დღეში, ყოველი მომდევნო ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა ერთი დღით ნაკლებ პერიოდში - 3 ათასიდან 4 ათასამდე 6 დღეში, 4 ათასიდან 5 ათასამდე - 5 დღეში და 5 ათასიდან 6 ათასამდე - 4 დღეში. დადასტურებული ახალი შემთხვევების სწრაფად მზარდი დინამიკის შესაბამისია ინციდენტობის მაჩვენებელიც - 26 თებერვლიდან 10 სექტემბრამდე ინციდენტობის მაჩვენებელი მცირე ცვლილებებით ხასიათდებოდა და 0,1-0,7 დიაპაზონში მერყეობდა. 10 სექტემბრიდან, დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე, ინციდენტობის მაჩვენებელი 9-ჯერ გაიზარდა და 6,6 შეადგინა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, ლეტალურად დასრულდა 39 შემთხვევა (ლეტალობის მაჩვენებელი 0.59%). მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. საქართველოში 2020 წლის პირველი 8 თვის პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: 2%-ით 2018 წელთან და 4%-ით 2019 წელთან შედარებით. 2020 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ოქტომბრის ჩათვლით ყველა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების კლებამ 30% შეადგინა, ხოლო 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ) - 18%“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაოქვეყნებულ ანგარიშში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა