ირაკლი ჩიქოვანი - მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და საერთო განწყობა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

,, დღეს ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მოსახლეობის საერთო განწყობა.

ზუგდიდში პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, მოწესრიგებული იქნება.

ჯიხაშკარში წალენჯიხასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე მოწყობილია, რითაც მოსახლეობის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. ვგეგმავთ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც. დღის ბოლოს შეხვედრა ხეცერაში დავასრულეთ. სხვა სოფლების მსგავსად, გზის რეაბილიტაცია აქაც აქტიურად მიმდინარეობს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატთან ერთად შეხვედრებს, მოქმედი მაჟორიტარი, ედიშერ თოლორაია და ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შენგელია შეხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა