„ამნესტი ინტერნეიშენალი“ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - მშვიდობიანი მოსახლეობა აკრძალული კასეტური ბომბებისგან დაცული უნდა იყოს

კასეტური ტიპის ბომბების ნებისმიერი გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ქალაქ სტეფანაკერტში კასეტური ბომბების გამოყენების ამსახველი მასალა.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“კრიზისული რეაგირების ექსპერტებმა კადრების ლოკაცია შეამოწმეს და აღმოაჩინეს ისრაელის წარმოების M095 DPICM კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც, როგორც ჩანს, აზერბაიჯანული ძალების მიერ იქნა ნასროლი,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ განმარტავს, რომ კასეტური ბომბების გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია და მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებით სახიფათოა.

„კასეტური ბომბების გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია. ასე რომ, მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებით სახიფათოა და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაშავებასა და დაღუპვას გამოიწვევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ან წინდაუხედავი თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებებისგან დაიცვან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა