სავაჭრო პალატამ მეწარმეებისთვის FIDIC-ის პრაქტიკული ტრეინინგი გამართა

სავაჭრო პალატამ მეწარმეებისთვის FIDIC -ის პრაქტიკული ტრეინინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის პროცესში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: FIDIC- ის ტიპის ხელშეკრულებები და ძირითადი განსხვავებები წიგნებს შორის, ინჟინრის როლი ხელშეკრულებაში, სამუშაოების შეჩერება და მისი სამართლებრივი შედეგები. ასევე, გამოსწორების შეტყობინებასთან (Notice to Correct) დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების შეწყვეტა, საჩივრები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა.

ამასთან, როგორც სავაჭრო პალატაში აცხადებენ, სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ტრეინინგს სავაჭრო პალატის მოწვეული ექსპერტი, სალომე წურწუმია უძღვებოდა, რომელსაც რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სამშენებლო დარგში, მათ შორის FIDIC-ის ტიპის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების, მიმდინარეობის და დასრულების კუთხით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა