ფოთის მერი - ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდების განვითარების და კეთილდღეობის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა

ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების, გაძლიერებისა და ეფექტიანი მართვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ახალგაზრდობის სააგენტოსა და ა(ა)იპ „კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, მუნიციპალური ახალაგზრდული პოლიტიკის ფარგლებში, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, ფოთში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ფოთის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები. პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადამზადდებიან. ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში. „ახალგაზრდების განვითარების და კეთილდღეობის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა. ამ სფეროს სპეციალისტების მომზადება პირველი ნაბიჯებია რეალურად ახალგაზრდებზე მორგებული პოლიტიკის საწარმოებლად. ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესება ნიშნავს ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, მათთვის ისეთი უნარების, განათლების, ინფორმაციის და მხარდამჭერი სისტემის ქსელის შეთავაზებას, რაც რეალურ შედეგს მოიტანს და გაუიოლებს ახალგაზრდებს წარმატების მიღწევას სოციალურ თუ პროფესიულ ცხოვრებაში“, - განაცხადა ფოთის მერმა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტის განხორციელებაში. ინტელექტუალური თამაშები, ფესტივალები, მოხალისეების პროექტი _„ჩემი ქალაქის მოხალისე“ და სხვა; ყოველწლიურად აღინიშნება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ევროკავშირისა და ნატოს კვირეულები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

"სააგენტო მომდევნო სამი წლის განმავლობაში რეფორმის შედეგად მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობაზე და მათი პოტენციალის რეალიზებაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. რეფორმები შემუშავდა მოწვეული ექპერტების, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციებისა და ევროპული განვითარებადი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით", -აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა რეზო ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა