სირიაში მომხდარ აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ელ-ბაბში აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა. Reuters-ის ცნობით, სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქალაქის ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ 11 დაღუპულის შესახებ Reuters-ს ინფორმაცია საავადმყოფოს ექთანმა მიაწოდა, ამავე საავადმყოფოს ექიმის ცნობით კი აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ს აჭარბებს.

ცნობისათვის, ქალაქს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აკონტროლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა