დონალდ ტრამპი - ჩვენ ვისწავლეთ გრიპთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ვსწავლობთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ქვეყანაში საქმიანობის გაჩერება არ იგეგმება, რადგან მოსახლეობა კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას სწავლობს, ისევე როგორც გრიპთან ერთად ცხოვრება ისწავლა.

„გრიპის სეზონი ახლოვდება! ყოველ წელს ბევრი ადამიანი, ზოგჯერ 100 000-ზე მეტიც კი იღუპება გრიპისგან, ვაქცინის მიუხედავად. ვაპირებთ ქვეყნის გაჩერებას? არა, ჩვენ ვისწავლეთ მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ვსწავლობთ, რომელიც მოსახლეობის უმეტესობაში გაცილებით ნაკლებად მომაკვდინებელია“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს, რომელიც ამჟამად თავადაც ინფიცირებულია, არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ ეპიდემიის მიუხედავად ქვეყანაში სხვადასხვა დაწესებულებებისა და ობიექტების დახურვა გაუმართლებელია და ეკონომიკა წინ უნდა წავიდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა