ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საკითხზე გამოძიებაზე - საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკურია

საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკურია,- ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლების მხრიდან დავით გარეჯის საკითხზე გამოძიების დაწყება.

მისი თქმით, ხელისუფლების ეს ქმედება მის უსუსურობასა და უგუნურობაზე მეტყველებს.

„ჯერ ერთი, წინასაარჩევნო პერიოდი რომ ყოფილიყო მარტო და მაშინ წამოეწიათ დავით გარეჯის ეს თემა, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხები, მაშინაც სამარცხვინო იქნებოდა იმიტომ, რომ არ შეიძლება თავმოყვარე ქვეყანამ, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, წამოწიოს ასეთი თემები მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით - ეს უბრალოდ მეზობლების უპატივცემულობაა და კონფლიქტის დროს, საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნის მიმართ ეს ნაბიჯი არც კაცურია, არც პოლიტიკურია და ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უსუსურობასა და უგუნურებაზე მეტყველებს,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა