ანონსი 7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის „ფეისბუქ“ გვერდები.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

7 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ქუთაისში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: კორუფცია მერიაში

მის.: ქუთაისი, თამარ მეფის 40, ლომებიანი სახლი.

საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე - 577999577

7 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები, როგალდ და ქსენია ფილფანები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის.: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში, საარჩევნოდ ხმების დაცვის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

თემა: ხმების დაცვის შტაბის სხდომა

მის.: ქეთევან წამებულის 47

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების ერთობლივი ბრიფინგი.

თემა: დაზარალებულები კომპანიისგან ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ.

მის.: ონიაშვილის 80

საკონტაქტო: თორნიკე მუმლაძე - 598 33 16 80

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გარდაცვლილ არასრულწლოვან ლუკა სირაძის ოჯახი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების ბრალდებებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: გალის ქ.#1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, წყალტუბოში „ლელოს“ წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე ბრიფინგს გამართავს

თემა: „წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი კანონდარღვევები, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას, ძალადობას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მოიცავს“.

მის.: წყალტუბო, წერეთლის N8

საკონტაქტო: 577624445

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: შარტავას N7

საკონტაქტო: გვანცა პაპავაძე 591 00 49 31

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი V სართული)

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა „შემახე ამნისტია“ მთავრობის კანცელარიის წინ აქციას გამართავს.

თემა: გამოიცეს ამნისტია.

საკონტაქტო: ლექსო კობაიძე -598549484

7 ოქტომბერს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი, მამუკა სალუქვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი და დედაქალაქის გენგეგმა.

მის.: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „სააფთიაქო კლანის შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ, როგორ ატყავებენ ხალხს სააფთიაქო ბიზნესის მფლობელები“.

მის.: ჭავჭავაძის N 54, ყოფილი მე-9 საავადმყოფოს წინ

საკონტაქტო: 577 18 99 42 ; 570 70 01 33

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი: რა უნდა გაითვალისწინონ პარკის სწორად გასაშენებლად - რეკომენდაციები.

მის.: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო : 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარტია „რეფორმერი“ და სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მის.: მიცკევიჩის 29 ა, მე-5 სართული

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე - 599 10 15 20

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. N24

საკონტაქტო პირები: 599219101 ეკა ჩიჩუა

599780005 ხატია ჯიღაურიშვილი

7 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ფაბრიკაში საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის.: „ფაბრიკა“, ნინოშვილის ქ.#8

საკონტაქტო: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, მთავარ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: ანი კიკნაძე - 598450480

7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნა.

მის.: ვაჟა-ფშაველას #64 (პარტიის ოფისი)

7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

7 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „არჩევანი სამშობლოსათვის“ ლიდერი, ლელა გულედანი ამომრჩევლებს შეხვდება

მის: ისანი, ნადირაშვილის 42, „დირსი“

საკონტაქტო: 557494724

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა